გლდანის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:35 | 12.08.2016
ნანახია: 1533

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გლდანის რაიონში 9 მისამართზე 10 სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს:

2 ობიექტზე იცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა;

  • 4 ობიექტზე მიმდინარეობს სახურავის მოწყობა;
  • 2 ობიექტზე მონტაჟდება წყალსაწრეტი მილები;
  • 2 ობიექტზე მიმდინარეობს სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, სულ ახლახანს დასრულდა სამუშაოები 7 მისამართზე, რომლის ფარგლებშიც:

1 ობიექტზე მოეწყო სახურავი;

  • 3 ობიექტზე მოხდა წყალ-კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
  • 1 ობიექტზე მოეწყო კიბე;
  • 2 ობიექტზე დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები.

უახლოს დღეებში სამუშაოები დაიწყება 10 მისამართზე:

7 ობიექტზე მოხდება სახურავის რეაბილიტაცია;

  • 2 ობიექტზე შეკეთდება სადარბაზოს კარები;
  • 1 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობას, დაახლოებით, 170 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

გლდანის რაიონის გამგეობა ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად განაგრძობს პროექტების განხორციელებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე