ჩუღურეთის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 12.08.2016
ნანახია: 1329

ჩუღურეთის  რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, აღმაშენებლის გამზირის 34/17-ისა და სუნდუკიანის ქუჩის #12-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და  აივნების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

„აღმაშენებლის 34/17-ში მდებარე სახლი თითქმის  ორსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, მისი აივანი სავალალო მდგომარეობაში იყო. ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ აივნის აღდგენითი სამუშაოები დააფინანსა და აქ მცხოვრები 10 ოჯახისთვის გარემო უსაფრთხო და კომფორტული გახდება,“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სუნდუკიანის ქუჩის N12-ში სახლის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა. ამჟამად აივნის აღდგენა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 85 ობიექტზე მიმდინარეობს.

 

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე