“საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანიას ატარებს

საქართველო, თბილისი - 17:56 | 11.08.2016
ნანახია: 1324

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
”საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ტარდება შეხვედრები წყალმომხმარებლებთან, რომელთაც მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების უპირატესობების შესახებ.
”ირიგაციის ეს მეთოდები მორწყვის ტრადიციულ წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლის ხარისხს და რაოდენობას”, - აცხადებენ ”საქართველოს მელიორაციაში“.
კომპანიის მიერ სოფელ დიცში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, დიცის მაცხოვრებელმა ლავრენტი ბარიშვილმა, საკუთარ ნაკვეთში წვეთური მორწყვის სისტემა გამართა.
”სხვა სოფელში ვამუშავებდი მიწას. არბოს სატუმბი სადგური რაც ამუშავდა, დიცში დავიწყე მიწის დამუშავება. ჰექტარნახევარს ვამუშავებ, მომყავს კიტრი და პომიდორი. წვეთური მორწყვის სისტემა გავაკეთე, რომ მეტი მოსავალი მივიღო. 50-დან 60 ტონამდე პომიდორის მოსავალს ველოდები“, - ამბობს ლავრენტი ბარიშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე