თენგიზ ფხალაძემ კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია" მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 17:19 | 11.08.2016
ნანახია: 1399

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ, კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია"-ს ფარგლებშიბაზალეთის საზაფხულო სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა  და დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ლექციაწაუკითხა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, დღეს იყო შეხვედრა კამპანიაში მონაწილე სტუდენტებთან.

ძალიან საინტერესო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა სტუდენტებთან არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. დღეს პირველიშეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველოსა და მისი დღევანდელი პრიორიტეტების შესახებ. საუბარი ასევე გვქონდა საქართველოსგეოპოლიტიკურ მდებარეობასა და მის როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში.

გავმართეთ დისკუსია საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, თანამედროვე სახელმწიფოსა დათანამედროვე პასუხისმგებლიანი საზოგადოების მნიშვნელობაზე",- აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე