მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოწარმოების განვითარების საპილოტე პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 11.08.2016
ნანახია: 1254

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი, ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებთან (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, კომპანიის „კავკასსერტი“, კომპანიის „ჯეოფერტი“ და მცხეთა-მთიანეთის განვითარების სააგენტო წარმომადგენლები) ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების საპილოტე პროექტის მიმართულებები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეოების დარგისთვის ბიოპროდუქტების წარმოების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოწარმოების განვითარება საქართველოს სხვა რეგიონებისთის კარგი მაგალითი იქნება.

შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიოწარმოებაზე გადასვლის წინაპირობების განხილვასთან ერთად, ბიოწარმოების მეთოდოლოგია და ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების შესაძლებლობები განიხილეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე