ბათუმში „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ 3 დღიანი ბანაკი განახლდა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 11.08.2016
ნანახია: 1593

ბათუმში „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ 3 დღიანი ბანაკი განახლდა. კლუბის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რომელიც შეიცავს: კლასიკური ჟანრის წიგნის განხილვას; თანამედროვე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ყურებას და პრეზენტაციებს. ბანაკში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ასაკი შეიზღუდავია, თუმცა ჭარბობენ 8-დან მე-12 კლასის მოსწავლეები.
„წელს 50 განაცხადი შემოვიდა, აქედან კი კონკურსის წესით ავირჩიეთ 25. შეფასების მთავარი კრიტერიუმი სამოტივაციო წერილია, საიდანაც ვიგებთ თუ რა ინტერესები აქვს მონაწილეს კლუბის მიმართ“-ამბობს კლუბის ხელმძღვანელი მაია მენაბდე.
რაც შეეხება დაფინანსებას, კლუბის წევრები იხდიან სიმბოლურ თანხას - საწევროს, რომელიც ხმარდება ლანჩს, სერთიფიკატებს და საჩუქრებს.
პროექტი 2014 წელს ჩამოყალიბდა წიგნიერების დონის ამაღლების და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების მიზნით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე