იორის შესართავთან ნარჩენების კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინდა

საქართველო, თბილისი - 12:40 | 10.08.2016
ნანახია: 1247

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე იორის შესართავთან ნარჩენების კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები მდინარეში მატყლს რეცხავდნენ, ხოლო შემდგომ გამოსაყენებლად უვარგის პროდუქტსა და საბურავებს ღია წესით ადგილზე წვავდნენ.

შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე