ალპანაში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 10.08.2016
ნანახია: 1223

სოფელ ალპანაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსის შეეჯახა. 

დაშავებულთა შორის არის ალპანის გამგებელი თენგიზ ბურჯალიანი, რომელიც  ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადეს,  პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თენგიზ ბურჯალიანს საავადმყოფოში მიყავნისას მოტეხილობები აღენიშნებოდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 
 

სამი დაშავებული ცაგერის საავადმყოფოში რჩება. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე