მდინარე გუბისწყალში 2 ახალგაზრდა დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 11:41 | 10.08.2016
ნანახია: 1468

უბედური შემთხვევა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაისში - მდინარე გუბისწყალში 2 ახალგაზრდა დაიხრჩო. მეზობლების თქმით ძმები 19 და 20 წლის ვანიკო და თემურ ვაშაკიძეები მდინარეში ბანაობდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იხრჩობოდა და მეორემ დახმარება სცადა, თუმცა ვერ შეძლო. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე