თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორად ვახტანგ ლეჟავა დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 08.08.2016
ნანახია: 1283

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის თანამდებობაზე ცოდნის ფონდის დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ ვატო ლეჟავა დანიშნა.

ვატო ლეჟავა ბოლო 4 წელი თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი გახლდათ. კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იგი ცოდნის ფონდის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

ვახტანგ ლეჟავა ასევე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სააჯრო სამსახურში. იგი კახა ბენდუქიძის თანამოაზრე და მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო შემდეგ რეფორმებისა კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის დროს.


ვატო ლეჟავა უნივერსიტეტების რექტორად დღეს დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე