მცხეთის ქუჩაზე კაპიტალური სამუშაოები იწყება

საქართველო, თბილისი - 14:39 | 08.08.2016
ნანახია: 1351

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალურ რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს. საგზაო სამუშაოები 12 აგვისტოს დაიწყება და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე