ვანესა მეის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 07.08.2016
ნანახია: 1324

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ქრისტინა აგილერას შემდეგ,“ბლექ სი არენაზე“ კონცერტი მსოფლიოში სახელგანთქმულმა ვირტუოზმა, ვანესა მეიმ გამართა. 6 აგვისტოს, მან მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტები წარადგინა.

„ძალიან კარგი დრო გავატარე. მომეწონა ბათუმი - შესანიშნავი ქალაქია. კარგი მსმენელები ხართ! კონცერტი ამაღელვებელი გამოვიდა. დიდი სურვილი მაქვს ისევ დავბრუნდე“-აღნიშნა ვანესა მეიმ კონცერტის დასრულების შემდეგ.

ვანესა მეიმ 1997 წელს მიიღო „მსოფლიო მუსიკის ჯილდო“. ამის შემდეგ კი მან გაიმარჯვა “Brit Awards”-ის ნომინაციაში „წლის საუკეთესო ქალი არტისტი“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე