ვენაში, ეუთოს შენობის წინ, გაიმართება აქცია სახელწოდებით - "შეაჩერე ოკუპაცია"

საქართველო, თბილისი - 12:17 | 07.08.2016
ნანახია: 1620

დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლის თავზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება აქცია სახელწოდებით "შეაჩერე ოკუპაცია".

აქციის მიზანია, პატივი მიაგოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს და, ამავდროულად, შეახსენოს ეუთოსა და, ზოგადად, ევროპას, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ  დღემდე გრძელდება.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ავსტრიაში მცხოვრები ქართველები და მათი უცხოელი მეგობრები.

აქცია დაიწყება 18:30 საათზე ჰელდენპლაცზე, ეუთოს შენობის წინ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე