წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 13:11 | 03.08.2016
ნანახია: 1255

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე შეიზღუდება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური წინამძღვრიშვილის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩა (კონსტიტუციის ქუჩის კვეთიდან კიტა აბაშიძის ქუჩის კვეთამდე), 4 აგვისტოს, 15:00 საათიდან გადაიკეტება. აქედან გამომდინარე, ჯავახიშვილის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის დროებით ორმხრივი გახდება.

მიკროავტობუსები და ავტობუსები წინამძღვრიშვილის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის გავლით, შეუხვევენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მათი ინდივიდუალური მარშრუტის შესაბამისად, გავლენ კლდიაშვილის, მარჯანიშვილის ან კიტა აბაშიძის ქუჩაზე და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე