ხვალ, ბათუმის 6 მაისის პარკში გასეირნებისგან თავი უნდა შეიკავოთ

საქართველო, თბილისი - 15:35 | 02.08.2016
ნანახია: 4340

ხვალ, 3 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, ბათუმის 6 მაისის პარკში გასეირნებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ასეთია ბათუმის მერიის რჩევა. როგორც მერიაში აცხადებენ, „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 6 მაისის პარკში ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს.

„უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან,- აცხადებენ ბათუმის მერიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე