სირიის არმია რუსეთის ავიაციის დახმარებით ჰომსის მისადგომებთან ამბოხებულების წინააღმდეგ იერიშზე გადავიდა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 15.10.2015
ნანახია: 1917

სირიის არმია რუსეთის ავიაციის დახმარებით ქალაქ ჰომსთან ამბოხებულების წინააღმდეგ იერიშზე გადავიდა. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმაციას ადგილობრივ ტეელვიზიასა და ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის (SOHR) საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრეცლებს.

უფლებადამცველთა მონაცემებით, რუსეთის ავიაიერიშებმა ჰომსიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქ ტელ-ბისის შემოგარენში ოპოზიციის სამიზნეები გაანადგურეს.

როგორც სირიის ტელევიზია იუწყება, ჰომსის ჩრდილოეთ მისადგომებთან შეტევა რუსეთის ავიაციის ”კონცენტრირებული” ავიადარტყმების შემდეგ დაიწყო. ტელეარხ al-Manar-ის ინფორმაციით, ასადის არმიის მხარეს იბრძვის ლიბანური შიიტური დაჯგუფება ”ჰეზბოლა.”

SOHR-ის ხელმძღვანელის რამი აბდურახმანის თქმით, მოკლულია ექვსი ამბოხებული და ორი სამოქალაქო პირი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე