ბათუმში, „ჭაობის ქუჩების“ რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველო, თბილისი - 18:40 | 01.08.2016
ნანახია: 1774

ბათუმში, ე.წ. „ჭაობის ქუჩების“ რეაბილიტაცია გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ჭაობის ქუჩების“  რეაბილიტაციის ფარგლებში ასფალტის საფარი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე იგება. მოასფალტდება ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოეწყო 540 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა, 450 გრძივი მეტრი ბორდიური, 23 ცხაურიანი და 6 საკომუნიკაციო ჭა.
2650 კვმ-ზე დაიგება 7 სმ სისქის ასფალტის ფენა. აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტების შემდეგ სამუშაოები პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე გაგრძელდება, სადაც ახლა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე