თბილისის ეროვნულ პარკში ახალი მარკირებული ბილიკი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 01.08.2016
ნანახია: 1347

თბილისის ეროვნულ პარკში ახალი მარკირებული ბილიკი გაიხსნა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეს თბილისის ეროვნულ პარკში, საერთაშორისო სტანდარების შესაბამისად მოწყობილი პირველი მარკირებული სალაშქრო ბილიკია, რომელიც ერთმანეთს მამკოდასა და საგურამოს აკავშირებს. ბილიკის გასწვრივ ვიზიტორებისთვის საკარვე ადგილებიც მოეწყო. მარკირებული ბილიკი სოფელი მამკოდიდან იწყება, გაივლის ვეჯინის ხეობას, დიდველს და სოფელ საგურამოში სრულდება.

 მისი გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი.

ბილიკის მოწყობისთვის 35 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომმა“ შვეიცარიის მისიის ფინანსური მხარდაჭრით განახორციელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე