სირაკიუსის უნივერსიტეტთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 15.10.2015
ნანახია: 1860

ნიუ-იორკის შტატის ქალაქ სირაკიუსის უნივერსიტეტის ჩრდილოეთ კამპუსის სიახლოვეს მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

ტელეარხ ABC-ის ცნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი პოლიციელებსაც გაუხსნეს. ამ დროისათვის ორ ეჭვმიტანილს ეძებენ. კამპუსში გამოცხადდა განგაში. სტუდენტებს ოთახებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ჩრდილოეთ კამპუსი Syracuse University-ი მთავარი კამპუსია. სწორედ აქ არის განლაგებული თითქმის ყველა სასწავლო კორპუსი და სტუდენტების საერთო საცხოვრებელი. სტუდენტთა 70 პროცენტი უნივერსიტეტის კორპუსებში ცხოვრობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე