მაკა ჩიჩუა დოკუმენტური ფილმების ფესტივალის გახსნას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 11:21 | 27.07.2016
ნანახია: 1372

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დუშეთის კულტურის ცენტრში, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ის ფარგლებში, კინოჩვენებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეჟისორ ჰაიდი სპეკონიას გერმანული დოკუმენტური ფილმი „პეპე მუხიკა - გაკვეთილები ყვავილების ბაღიდან“.

წელს ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საფესტივალო ფილმების ჩვენებებს თბილისსა და რეგიონებში, საქართველოში დოკუმენტური კინოს პოპულარაზიაციას და ფილმების მეშვეობით სხვადასხვა აქტუალური საკითხების წინ წამოწევას.

აღნიშნული ფესტივალი მეოთხე წელია ტარდება და მასპინძლობს კინოპროფესიონალებს, პროდუსერებსა და დისტრიბუტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ფარგლებში იმართება კინოჩვენებები, რომლის შემდეგაც ეწყობა დისკუსიები მაყურებელსა და ფილმის ავტორებს შორის, ასევე იმართება მასტერკლასები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე