აჭარაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ცნობიერება უნდა ამაღლდეს

საქართველო, თბილისი - 12:51 | 25.07.2016
ნანახია: 1355

25 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრუტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, არჩილ ყარაულაშვილს და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ფარეშიშვილს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორი, ირმა გაბინაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრუტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაა.

უწყებების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას, ამ მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების საკითხებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე