ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 18:44 | 21.07.2016
ნანახია: 1225

ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა კაპიტალური სამუშაოები გვაზაურის ქუჩის მეორე ჩიხში, სადაც ასფალტის საფარი დაიგო 579კვ/ მეტრ ფართობზე და გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება გვაზაურის ქუჩის პირველ ჩიხსაც, სადაც ასფალტის საფარი 712 კვ/მეტრ ფართობზე იგება. საგზაო სამუშაოებამდე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ღირებულება  98 264 ლარია.

გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი - ზაზა გაბუნია შეხვდა და მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ადგილობრივებთან ერთან დაათვალიერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე