მარგველაშვილი პაველ შერემეტის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 18:13 | 20.07.2016
ნანახია: 1370

 

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და თანადგომას უცხადებს ჟურნალისტის  ოჯახს.

„ღრმა გულისტკივილით მივიღე ცნობა ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ.

მე პირადად ვიცნობდი პაველს - ყოველთვის საინტერესო თანამოსაუბრეს და გონიერ ადამიანს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საერთაშორისო ჟურნალისტიკისთვის.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ პაველის  ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე