დონალდ ტრამპის მეუღლეს, მელანია ტრამპს პლაგიატში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 13:27 | 19.07.2016
ნანახია: 2329

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის მეუღლეს, მელანია ტრამპს პლაგიატში ადანაშაულებენ. "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობის გახსნაზე მელანია ტრამპის გამოსვლაში და აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას  მიერ 2008 წელს წარმოთქმული სიტყვაში ორი აბზაცი თითქმის იდენტურია.

დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა მელანია ტრამპის მისამართით მედიაში გამოთქმული ბრალდებები უარყვეს. რესპუბლიკელი კანდიდატის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში ჯეისონ მილერმა განაცხადა, რომ მელანია ტრამპი სიტყვის წერისას საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობოდა. ამავე, დროს მილერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მეუღლემ გამოსვლის ტექსტი სპიჩრაითერების დახმარებით დაწერა.

მელანია ტრამპი კლივლენდში "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობაზე  სიტყვით გამოვიდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე