მაკა ჩიჩუამ ლიუბლიანას ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 19.07.2016
ნანახია: 1186

საქართველოს პირველმა ლედიმ, საქართველოს პრეზიდენტის სლოვენიის რესპულიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  ქალაქ ლიუბლიანას ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა.

მაკა ჩიჩუა ქალაქის ფუნიკულიორზე მდებარე მე-15  საუკუნეში აგებულ ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა და ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარე სახვითი ხელოვნების გალერეაში, ცნობილი სლოვენიელი მხატვრის ვლადიმერ მაკუცის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ნათელი ცის გასწვრივ“ დაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 60 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

დღესვე, პირველი ლედი ბლედის ტბაზე მდებარე კუნძულზე იმყოფებოდა. მან ისტორიული ტაძარი და სამრეკლო მოინახულა, სადაც ტრადიციული ტკბილეულით - „პოტიცა“ გაუმასპინძლდნენ.

საქართველოს პირველ ლედის მასპინძლობას სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ნატაშა კოვაჩი უწევდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე