გია ვოლსკი: პრეზიდენტის აქტივობები მის საკონსტიტუციო უფლებებს სცილდება

საქართველო, თბილისი - 13:27 | 14.10.2015
ნანახია: 1810

პრეზიდენტის ბოლო პერიოდის აქტივობები მის საკონსტიტუციო უფლებებს სცილდება - ამის შესახებ განცხადებას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გიორგი მარგველაშვილის ინიციატივის კომენტირებისას აკეთებს, რომლის თანახმადაც პრეზიდეტი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანას ითხოვს. უმრავკესობის დეპუტატი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ თამაშს შეუდგა.

„პრეზიდენტის ბოლო პერიოდის აქტივობები საერთოდ სცილდება მის საკონსტიტუციო უფლებებს. გარდა ამისა, აშკარად პოლიტიკურ შეფერილობას იძენს. რაც შეეხება გაზპრომის თუ სხვა ნებისმიერ თემას, მთავრობას ეყოფა კომპეტენცია, რომ პასუხი გასცეს იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაშია. პრეზიდენტი პოლიტიკურ თამაშს შეუდგა აშკარად, არც თუ დიპლომატიური მანერით,“ - განაცხადა ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე