ნოდარ ხადურმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა მოინახულა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 18.07.2016
ნანახია: 1326

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა მოინახულა, რომელიც 23 ივნისს მოვარდნილი ღვარცოფის გამო ადიდებულმა თერგმა დააზიანა.

ფინანსთა მინისტრი ადგილზე გაეცნო მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას, შეხვდა მებაჟე ოფიცრებს და მათგან მოისმინა ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ, გაესაუბრა მგზავრებსა და სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, ასევე, დაათვალიერა აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე