გიორგი ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:49 | 18.07.2016
ნანახია: 1187

არსებული ინფორმაციით, თბილის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი, ლილუაშვილის გადადგომის მიზეზი, მისი  მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა გახდა.

სავარაუდოდ, გიორგი ლილუაშვილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იმერეთში ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დღეს წარადგენს.

ქუთაისში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყება. ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 

კანდიდატების წარდგენა 18 ივლისს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე