ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარი დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 16.07.2016
ნანახია: 1322

დღეს დილით, აჭარის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა ბათუმის ბულვარი დაათვალიერა. ზურაბ პატარაძე ზღვის სანაპიროზე მოსეირნე ბათუმელებს და დამსვენებლებს შეხვდა და გაესაუბრა.
"დილით გამოვედით ქალაქ ბათუმის ბულვარში. შევხვდით უამრავ ხალხს, ძველ ნაცნობებს, თანაქალაქელებს, მოვისმინეთ მათი აზრი, ვის რა აწუხებს, რა საკითხებია დღის წესრიგში, რა არის გასაკეთებელი. ჩვენ გავითვალისწინებთ მათ აზრს. ყველა წუხს და ყველას უნდა, რომ ბათუმის ბულვარს ჰქონდეს თავისი ტრადიციული იერსახე, თავისი პეწი და თავისი კოლორიტი, რომელიც ლამაზ ქალაქს ამშვენებს და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დაკარგოს თავისი სახე. ამაზე ჩვენ ჩვენ ხალხთან ერთად ვიზრუნებთ. ჩემთვის მთავარი იყო დღეს გამეგო მათი აზრი ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებითაც, თუ რა არის მოსაგვარებელი ბულვარში" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე