თარხან ბათირაშვილის ოჯახში მის მკვლელობას ადასტურებენ

საქართველო, თბილისი - 11:15 | 15.07.2016
ნანახია: 1393

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, თარხან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანის ოჯახში, მის მკვლელობას ადასტურებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში,სადაც მხოლოდ ბათირაშვილის მამა ცხოვრობს, ჭიშკარი გახსნილია და ახლობლები სამძმარს იღებენ.

"დღეს, დილიდან , ბათირაშვილებმა სახლის ჭიშკარი გახსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თარხანის დაღუპვის შესახებ ოჯახმა ოფიციალურად შეიტყო. ნათესავები სამძიმარს იღებენ, როგორც გავიგეთ, მათ წუხელ დაურეკეს სირიიდან.“ აცხადებს სოფელ ბირკიანის მცხოვრები, თემურ მუთოშვილი.
"ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, "ჟღალ გენერლად" წოდებული, პანკისელი თარხან ბათირაშვილი გავრცელებული ინფორმაციით, თანამებრძოლებთან ერთად ავია იერიშების დროს დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე