თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ახალი სადგურის მონტაჟი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:42 | 13.07.2016
ნანახია: 1341

თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით მრავალ ახალ ინიციატივას ახორციელებს. ამჯერად   სააგნეტოს უფროსი თამარ ბაგრატია  ალ. ყაზბეგის გამზირზე ავტომატური სადგურის დამონტაჟების პროცესს  დაესწრო.

ავტომატური სადგურის საშუალებით  დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი ონ-ლაინ მონიტორინგი განხორციელდება.  ჰაერში  განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის ფრაქციების შემცველობა.

 ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში გაზომავს ჰაერში დამაბინძურებლებს და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაცემს .სპეციალისტების მიერ  მოხდება მონაცემების დამუშავება.

ჰაერის სადგურები  ვარკეთილში, ყაზბეგის გამზირზე და წერეთელზე განთავსდება,აღნიშნული ტერიტორიები იაპონელი სპეციალისტებთან კონსულტაცების შედეგად შეირჩა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე