საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს იტალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველო, თბილისი - 20:54 | 12.07.2016
ნანახია: 1263

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 12 ივლისს, სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარისთან ახლოს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო, რის შედეგადაც დაიღუპა ოცი და დაშავდა ათეულობით ადამიანი.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას გამოხატავს გარდაცვლილთა  და დაშავებულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს იტალიის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე