სტიქიის შედეგების მოკლე ვადებში ლიკვიდაციისთვის, მთავრობა კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 15:47 | 12.07.2016 ნანახია: 1416
დასავლეთ საქართველოში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში, პირველსავე დღეებში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია აღდგენითი სამუშაოების შესახებ და შესაბამის სამსახურებს დავალებები მისცა.
პრემიერის დავალებით, დასავლეთ საქართველოს სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს კოორდინაციას უწევდნენ. სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, მთავრობა კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე გზის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. ადგილზე მუშაობს 8 ერთეული ტექნიკა, კერძოდ, 5 ექსკავატორი, 1 ბულდოზერი, 2 თვითმცლელი. სოფელ სულორში იმყოფებიან სამინისტროს სამშენებლო კომპანიის წამომადგენლები და საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობის და მონიტორინგის სამმართველოს გზების ტექნიკური მონიტორინგის უფროსი ვალერიან მარიამიძე.
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მუშაობას განაგრძობს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის ოთხი ჯგუფი. ამჟამად, გეოლოგიური სამუშაოები ხორციელდება გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, სპეციალისტები მდგომარეობას ადგილზე აფასებენ და გასცემენ რეკომენდაციებს დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებოდნენ ჰიდროლოგები. სპეციალისტების რეკომენდაციებით განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სავარგულების დატბორვისა და დამატებითი ზიანის მიღების საფრთხე არ არსებობს.
სტიქიის ზონაში მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“. კომპანიის სპეციალური ტექნიკა ჩოხატაურის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდინარის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოებს ახორციელებს, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტში, ჩართულია შიდა საავტომობილო გზების აღდგენით სამუშაოებში.
სტიქიის შედეგების მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ჩატარდა ჩამორეცხილი გზების გაწმენდითი სამუშაოები და გაიწმინდა სანიაღვრე არხები; ზარალის დამთვლელმა კომისიამ შეადგინა შესაბამისი აქტები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობით მიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელებში, დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციისთვის, შეტანილია ინერტული მასალა, 2 ხიდისა და 1 სახიდე გადასასვლელის აღდგენასთან დაკავშირებით, შესაბამისი წერილი გაგზავნილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სოფელ თამაკონში, დღის ბოლომდე, დროებითი ხიდი აშენდება. სოფელ აბედათში მიმდინარეობს შემოვლითი გზის დაგრეიდერებისა და მოხრეშვითი სამუშაოები. სოფელ ნაგვაზაოში წაქცეული ელექტროენერგიის ბოძები აღდგენილია და მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. ზარალის დამდგენი კომისიის მუშაობას წვიმა აფერხებს. უკვე დათვლილია ზარალი სენაკისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში. სოფელ ნაკრაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ 2 ხიდი წაიღო, დროებითი გადასასვლელი გაკეთდა. მულახში, გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ტექნიკა. ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში, ღვარცოფმა მდინარის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა სოფელ ნაკრაში მისასვლელი ცენტრალური სამანქანო გზის ნაწილი და ხიდი. განადგურებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯებირები და არსებობს ხიდის წაღების საშიშროება.
ადგილზე მუშაობს და მდინარის კალაპოტში მოქცევის სამუშაოებს ასრულებს „ნენსკრა-ჰესის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის კუთვნილი სპეციალური ტექნიკა.
სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ ადგილობრივი ხელისუფელბის წარმომადგენლები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - მამათი, ჩოჩხათი, აცანა, ნინოშვილი, აკეთი, ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზები ჩაკეტა. ამ დროისთვის, სოფელ აკეთში გზა გაწმენდილია, ხოლო დანარჩენ სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მუშაობს 6 ერთეული ტექნიკა.
ჩოხატაურში, დაზიანებული საავტომობილო გზების მოსაწესრიგებლად, მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მეწყერი ჩამოწვა გომის მთაზე, სადაც ამ წუთებშიც 3 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. სრულად გაიწმინდა გზა სოფელ გურიანთაში, ალტერნატიული გზა გაკეთდა მამათში, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დღის ბოლომდე დაადგენს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, უშუალოდ უწევენ კოორდინაციას რეგიონის გუბერნატორი, მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება იმერეთის რეგიონში. ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, მუშაობს მძიმე ტექნიკა. იწმინდება სოფლებთან - როხი, ზედა დიმი, წაბლარასხევი, წყალთაშუა, მისასვლელი გზები. ხვალ სამუშაოები განხორციელდება სოფელ ზეკარის მიმართულებით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, საყრდენი კედლები, ქალაქის ღვარსადენი სისტემა და შიდა სასოფლო გზები, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლების - მთისძირი, დაბლაგომის მიმართულებით, გეგმის მიხედვით, ხვალიდან სამუშაოები განახლდება ნიგორზღვა, ტოლების მიმართულებით. გზები იწმინდება ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მათხოჯი და საწულუკიძეო, ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, სადაც ხიდი უკვე აღდგენილია. სოფელ რიონში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და ღვარსადენების გაწმენდა იწყება. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
ჩამორეცხილი გზების გაწმენდითი სამუშაოები, სანიაღვრე არხების ამოწმენდა, გზების გამაგრება, გაბიონების მოწყობა და ხიდების აღდგენა მიმდინარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბათუმში, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მობილიზებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რეასპუბლიკის მთავრობა, საქვეუწყებო დაწესებულებები - საგზაო დეპარტამენტი და გეოლოგიური სამსახური, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ადგილობრივი ხელისუფლება. ბათუმში უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვა. იწმინდებოდა სანიაღვრე არხები. ქალაქში მიმდინარე სამუშაოებში ჩართული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
შუახევში, დაზარალდა და სახელმწიფო სასწრაფო დახმარების პროგრამაში ჩაერთვება 3 ოჯახი. აღდგენილია შემოვლითი გზები. მეწყერი ჩამოწვა ორ სოფელში, დაზიანდა წყლის სათავე და სარწყავი ნაგებობები და წყალმომარაგების სისტემა. ამ დროისთვის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, მიმდინარეობს 24-საათიანი წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, ასევე, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 08-000-000-08. იწმინდება გორგივლი - დღვანის გზა, დაიწყო წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები.
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თხილვანაში, სადაც ადიდებულმა მდინარემ მილოვანი სახიდე გადასასვლელი დააზიანა, მოძრაობა უკვე აღდგენილია. დიდაჭარის მთისგზაზე მიმდინარეობს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა.
ხელვაჩაურში, დაზიანებულია გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ითვლება ზარალი.
დაზიანებული გზები იწმინდება ქობულეთშიც. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გეოლოგიური შესწავლა. დაზარალებული 7-მდე ოჯახის ქირით უზრუნველყოფის შესახებ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა იმსჯელებს. ქალაქში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა, გაწმენდილია ყველა წყალსადენი, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება. ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.
პოლიტიკა
- სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, ვინც „ოცნების“ ბოროტმოქმედების თანაზიარია, მოუწევს„ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა - გრიგოლ გეგელია
- წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას - აშშ-ის საელჩო
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
- ლუკა კურტანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც, ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს - ანდრო ჭიჭინაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
- ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი — Lamborghini-ს ცენტრი საქართველოს საავტომობილო რუკაზე
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა
- „თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება