მესტიის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

საქართველო, თბილისი - 12:43 | 12.07.2016
ნანახია: 1215

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში წყლის გამწმენდ ნაგებობას და დამხმარე ინფრასტრუქტურას აშენებს.  მიმდინარე სამუშაოები,  კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აშენდება  წყლის გამწმენდი ნაგებობა,  2 ახალი რეზერვუარი და წყლის მაგისტრალური მილსადენი.

პროექტის ღირებულება, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 21 მილიონ ლარზე მეტია.  სამუშაოები  2016 წლის დეკემბერში დასრულდება.  

მესტიის მოსახლეობის ნაწილს, წლების განმავლობაში, წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მესტიაში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი და ჩასული ტურისტები  24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე