13 ივლისს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:29 | 12.07.2016
ნანახია: 2097

ხვალ, 13 ივლისს, სამების ტაძარში  ჩვილთა 44-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
ცნობილი ხდება, რომ სამების ტაძარში 13 ივლისს 738 ბავშვი მოინათლება. ამ დროისათვის კათოლიკოს-პატრიარქს  28 371 ნათლული ჰყავს.

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან. ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე