უნგრეთის პოლიციას მიგრანტებთან არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 16:47 | 11.09.2015
ნანახია: 2927

უნგრეთის პოლიციას მიგრანტებთან არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ავსტრალიელმა ქალმა ინტერნეტით ერთ-ერთ თავშესაფარში გადაღებული ვიდეო მასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს როგორ ესვრიან დევნილებს პაკეტებში გახვეულ სენდვიჩებს უნგრელი პოლიციელები. ვიდეო მასალის ავტორი წერს, რომ არალეგალებს უნგრეთში, როგორც ცხოველებს ისე ეპყრობიან. ის მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს დევნილებისთვის საზღვრები გახსნან.

სკანდალურ ვიდეო მასალას სოციალურ მედიაში დიდი რეზონანსი მოყვა. უნგრეთის ხელისუფლებამ პოლიციელების საქციელზე გამოძიება დაიწყო




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე