მოსამართლეების წვეულება რამდენიმე მოსამართლემ ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა, მათ მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს

საქართველო, თბილისი - 21:41 | 12.01.2025
ნანახია: 1483

რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეები არიან, პროტესტი და ხმაური გრძ;ედება. 

ერთ-ერთ მოსამართლეს, რომელმაც კორპორატიული წვეულება დროზე ადრე დატოვა, მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს, მოსამართლე საკუთარ ავტომობილამდე პოლიციამ მიაცილა. 

პროტესტი მოყვა შენობიდან სხვა მოსამართლეების გამოსვლასაც. პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებაში ეხმარება. "მონა!" - ისმის ადგილზე საპროტესტო შეძახილები.

პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ადგილზე პერფორმანსიც დადგეს. დაანთეს ცეცხლი და გაშალეს ბანერი წარწერით "ცეცხლი ჭამეთ".  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე