შს მინისტრის პოსტს ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 16:35 | 13.06.2016
ნანახია: 22192

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს.  

”როგორც ”პრაიმნიუსჯორჯიასთვის“ გახდა ცნობილი, ანზორ ჩუბინიძემ შეთავაზება პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. წყაროს ცნობით, ცვლილება არჩვენებამდე განხორციელდება.

ანზორ ჩუბინიძემ შსს მინისტრის პოსტზე შეთავაზება ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შემდეგ კი მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა მაშინ ჩუბინიძემ მინისტრის პორტფელის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  

ამ დროისთვის უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას შს ამჟამიდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე