უკრაინა ევროკავშირისგან დაფინანსებას მიიღებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი 90 მილიარდი ევროს სესხს კვლავ დაბლოკავენ - Pоlitico

საქართველო, თბილისი - 10:30 | 11.03.2026
ნანახია: 26

ევროკავშირი გეგმავს უკრაინისთვის დაფინანსების უზრუნველყოფას ორმხრივი სესხების მეშვეობით, რომლებიც არ საჭიროებს ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობას. ეს შესაძლებელი გახდება, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი ვეტოს დაადებენ 90 მილიარდი ევროს ოდენობის საერთო სესხის მიღებას. ამის შესახებ Pоlitico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.  

„უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებისგან სამხედრო ძალისხმევის დასაფინანსებლად ფულს მიიღებს, მაშინაც კი, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი კვლავ დაბლოკავენ დაპირებულ 90 მილიარდ ევროს ოდენობის სესხს“, - წერს გამოცემა.

აღნიშნულია, რომ თუ უნგრეთი და სლოვაკეთი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ პოზიციებს, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ გეგმა, უკრაინას მიმდინარე წლის პირველი ნახევარისთვის საკმარისი დაფინანსება მიაწოდონ.

კიდევ ერთი წყაროს ცნობით, უკრაინის მთავრობას შეუძლია 30 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა მიიღოს. ვინაიდან ეს ორმხრივი სესხებია, ასეთი დაფინანსება ევროკავშირისგან თანხმობას არ საჭიროებს.

გარდა ამისა, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა ელკო ჰაინენმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა კიევისთვის ორმხრივი დახმარების სახით 2029 წლამდე წელიწადში 3.5 მილიარდი ევროს გამოყოფას უზრუნველყოფს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე