გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:54 | 12.11.2024
ნანახია: 898

გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და ოპოზიციური ალიანსი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ასევე ქრისტიან-სოციალური კავშირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 23 თებერვალს ჩატარებაზე შეთანხმდნენ. იუწყება Spiegel-ი

კანცლერი ოლაფ შოლცი დეკემბერში ბუნდესტაგში მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრას გამართავს. 

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიან, დაიშალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე