უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს რუსეთში დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 30.07.2024
ნანახია: 2638

უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს შოთა დემეტრაშვილს რუსეთში დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. დემეტრაშვილთან ერთად დაუსწრებლად 13 წლით პატიმრობა მიესაჯა უკრაინაში მებრძოლ ლატვიის მოქალაქე ანინშ ატვარსაც.

„რია ნოვოსტი“ წერს, რომ დემეტრაშვილი და ატვარსი დამნაშავეებად ცნეს შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის.

რუსული მედია წერს, რომ დემეტრაშვილი უკრაინაში 2022 წელს ჩავიდა. ის „ქართული ლეგიონის“ რიგებში ჩაირიცხა, სადაც სამხედრო მომზადება გაიარა.

როგორც „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, დემეტრაშვილი მონაწილეობას იღებდა დონბასში საბრძოლო მოქმედბებში ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებისა და რუსეთის სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენელთა წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე