კიევზე ოკუპანტების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, დაშავებულია 117 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:26 | 09.07.2024
ნანახია: 1712

9 ივლისის დილის მდგომარეობით კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელის სერჰიი პოპკოს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა, 27-ს მიაღწია.

საგანეგო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ღამით ნანგრევების გაწმენდითი სამუსაოების დროს კიევის შევჩენკოს რაიონში ბიჭის ცხედარი იპოვეს

მათივე ინფორმაციით, გადარცენილია 7 ადამიანი. ამ დრომდე შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები სამ ლოკაციეაზე გრზელდება.

8 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. კიევში დაბომბეს ოჰმატდიტის საავადმყოფო, კერძო კლინიკა ADONIS-ი და საცხოვრებელ კორპუსები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე