კარინ ჟან-პიერის განცხადებით, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება

საქართველო, თბილისი - 11:13 | 04.07.2024
ნანახია: 1118

თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება.

შეკითხვაზე განიხილავს თუ არა ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოთიშვას, ჟან-პიერმა უპასუხა: „აბსოლუტურად არა“.

მისი გამოსვლიდან მალევე, ორმა ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენის შანსები ტრამპის წინააღმდეგ, დებატების შემდეგ საგრძნობლად შემცირებულია.

Wall Street Journal-ის გამოკითხვის თანახმად, ტრამპს 48 პროცენტი აქვს, ბაიდენს - 42%. New York Times/Siena-ს გამოკითხვით კი ტრამპს 49% აქვს, ბაიდენს - 43%.

ამასთან, Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 

ბაიდენი ტელეფობით ესაუბრა მისი საარჩევნო კამპანიის გუნდის შეშფოთებულ წევრებს და უთხრა, რომ არსად აპირებდა წასვლას.

„მე ვიყრი კენჭს“,-  თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ის რჩება დემოკრატიული პარტიის ლიდერად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე