უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 00:18 | 30.01.2024
ნანახია: 756

ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

კითხვაზე, გაათავისუფლეს თუ არა პრეზიდენტმა ზალუჟნი, პრესმდივანმა უპასუხა: ”რა თქმა უნდა, არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლება მთავარსარდალი”.

ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

"ძვირფასო ჟურნალისტებო, გპასუხობთ ყველას ერთად. არა, ეს სიმართლე არ არის". – წერს სამინისტროს ოფიციალური Telegram არხი.

29 უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდლის, ვალერი ზალუჟნის გადაყენების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე