იორდანიაში დრონებით თავდასხმას 3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 00:22 | 29.01.2024
ნანახია: 655

იორდანიაში დრონებით თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი დაშავდა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იორდანიაში, რომელიც სირიის საზღართან მახლობლად მდებარეობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის უკან დგანან ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ რეგიონში 7 ოქტომბრის ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე