მოლდოვას საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 14:49 | 24.01.2024
ნანახია: 994

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მიჰაი პოპშოი გახდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა მოლდოვის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, პოპშოი საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას მომავალი კვირიდან შუედგება.

ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ შეიქმნა ახალი სამინისტრო - ევროინტეგრაციის სამინისტრო, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ქრისტინა გერასიმოვი უხელმძღვანელებს.

მანამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე