ფინეთში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა -43,1 გრადუსი დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 21:41 | 04.01.2024
ნანახია: 1460

ფინეთში 4 იანვარს ზამთრის განვალობაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა -43,1 გრადუსი დაფიქსირდა.

რეკორდული ყინვა ლაპლანდიაში, ქალაქ ენონტეკიოში დაფიქსირდა.

„ენონტეკიოს აეროპორტში ტემპერატურა დილის მაჩვენებელთან შედარებით, -43,1 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა“, - აღნიშნეს მეტეოროლოგებმა.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა დღის განმავლობაში, როდესაც ყინვამ ფინეთში რეკორდი მოხსნა. დღესვე, ენონტეკიოში ტემპერატურა -42,5 გრადუსი დაფიქსირდა.

გარდა ამისა, Yle იტყობინება, რომ 4 იანვარს დილის მდგომარეობით, ენონტეკიოში ტემპერატურა -41,7 გრადუსი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე