უკრაინაში რუსი ოკუპანტების მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 21:38 | 29.12.2023
ნანახია: 1793

უკრაინაში 29 დეკემბერს, დილით რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება Telegram-ში წერს.

კულება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ უგულებელყონ განგაშის სიგნალები.

შეგახსენებთ, რუსეთმა მასირებული დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ 29 დეკემბერს, დილით განახორციელა. ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ მოექცა უკრაინის დედაქალაქი, ლვოვის, დნიპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები.

მტერმა იერიში მიიტანა საცხოვრებელ კორპუსებზე, სამშობიაროზე, სავაჭრო ცენტრზე და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე