თურქეთის პარლამენტის კომიტეტმა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 08:49 | 27.12.2023
ნანახია: 1129

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას.

კომიტეტის დამტკიცების შემდეგ, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა განიხილავს.

შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება. ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის შედგება კენჭისყრა.

როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა.

პარლამენტი მის განხილვას არ ჩქარობს და ფორმალურად განმარტავს, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე