ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფები მოუწოდებენ ბრიუსელს, არ დაჰყვეს უნგრეთის შანტაჟს - Politico

საქართველო, თბილისი - 17:31 | 13.12.2023
ნანახია: 1876

ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფები მოუწოდებენ ბრიუსელს, არ დაჰყვეს უნგრეთის შანტაჟს. ინფორმაციას Politico ავრცელებს. 

Politico-ს ცნობით, მათ მოიპოვეს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მიერ შედგენილი წერილი, რომელსაც ხელს „ევროპის სახალხო პარტიის“, სოციალისტებისა და დემოკრატების, „განაახლე ევროპის“ და მწვანეების ხელმძღვანელები აწერენ.

„არ მისცეთ უნგრეთს მილიარდობით ევრო, ვიდრე ხელისუფლება კანონის უზენაესობის პრობლემას სრულად არ გადაჭრის“, – ნათქვამია ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივ წერილში.

გამოცემის ცნობით, ევროკომისია გეგმავს, უნგრეთისთვის განკუთვნილ 10 მილიარდ ევროს ბლოკი მოხსნას. როგორც გამოცემა იუწყება, ამ ნაბიჯის გადადგმას კომისია 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე გეგმავს, სადაც ლიდერებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისა და კიევისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როგორც ცნობილია, ორივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას უნგრეთი ბლოკავს.

თავის მხრივ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნგრეთმა შეასრულა კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მოთხოვნები და ბუდაპეშტისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფა არ უკავშირდება 14-15 დეკემბერს დაგეგმილ საბჭოს სხდომას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე